AI მუსიკის გენერატორი
როგორ შევქმნა მუსიკა AT Player-ში AI მუსიკის გენერატორით?
AT Player-ით მუსიკის შექმნა მარტივი და სახალისოა - მაშინაც კი, თუ აქამდე არასდროს შეგიქმნიათ სიმღერა. შეგიძლიათ შექმნათ ორიგინალური მუსიკა ნებისმიერ სტილში ან თუნდაც ტრეკი, რომელიც YouTube-ზე თქვენი საყვარელი სიმღერითაა შთაგონებული.
YouTube-ზე არსებული სიმღერის მსგავსი სიმღერის შესაქმნელად:
- ჩართეთ YouTube-ის ტრეკი პირდაპირ აპში.
- გაშალეთ პლეერი ეკრანის ქვედა ნაწილიდან.
- შეეხეთ სამ წერტილს კუთხეში.
- აირჩიეთ „მსგავსი სიმღერის შექმნა“.
ან ნულიდან რაიმეს შესაქმნელად:
- შეეხეთ პროფილის ხატულას ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში.
- განყოფილებაში ხელსაწყოები აირჩიეთ AI მუსიკის შექმნა.
- აღწერეთ თქვენი მომავალი ტრეკი - მიუთითეთ ჟანრი, განწყობა, ატმოსფერო ან ნებისმიერი განსაკუთრებული ინსტრუმენტი თუ ბგერა.
- ასევე შეგიძლიათ დაამატოთ ვოკალი ან ტრეკი ინსტრუმენტული დატოვოთ.
თქვენი ინდივიდუალური ტრეკი რამდენიმე წამში შეიქმნება. როგორც კი მზად იქნება, მიიღებთ push-შეტყობინებას, სიმღერა კი ოფლაინი ჩანართში გამოჩნდება - მზად დასაკრავად ნებისმიერ დროს, ინტერნეტის გარეშეც კი.
აი, მუსიკის მაგალითი, რომელიც AI მუსიკის გენერატორით შეიქმნა:
AI მუსიკის გენერატორის გაფართოებული გამოყენება
AI მუსიკის გენერატორის გაფართოებული გამოყენება AT Player-ში
AT Player-ის AI მუსიკის გენერატორი სულ რამდენიმე მოთხოვნით უსასრულო მუსიკალური შესაძლებლობების აღმოჩენის საშუალებას გაძლევთ. შეგიძლიათ ექსპერიმენტები ჩაატაროთ ჟანრებით, ტემპებითა და მუსიკალური სტილებით, ან AI-ს მისცეთ საშუალება, რომ გაგაოცოთ. კლასიკა გიყვართ, ელექტრონული მუსიკა, ჰიპ-ჰოპი თუ რაიმე უფრო ექსპერიმენტული - სხვადასხვა მუსიკალურ პარამეტრზე სრული კონტროლი თქვენს ხელშია.
-
მუსიკალური პარამეტრების კონტროლი
ჩამოაყალიბეთ თქვენი ტრეკები შემდეგი პარამეტრების მითითებით:
ტემპი (BPM): ნელი 60 BPM-დან სწრაფ 160 BPM-მდე.
მუსიკალური ზომა: აირჩიეთ სტანდარტული 4/4 ან სცადეთ 3/4, 6/8 და სხვა რიტმები.
აუდიოს ხარისხი: მაღალი ხარისხის პარამეტრები, მაგალითად 320 კბიტ/წმ და 48 კჰც, თქვენი მუსიკის შესანიშნავ ჟღერადობას უზრუნველყოფს. -
ჟანრების შერევა და შეხამება
თამამად შეურიეთ ჟანრები ერთმანეთს ან ჟანრის ველი ცარიელი დატოვეთ, რომ AI-მ გაგაოცოთ. შესაძლოა, მიიღოთ ამაღელვებელი კომბინაციები, მაგალითად, ჯაზის ელემენტებით გაჯერებული ელექტრონული ბითები ან კინემატოგრაფიული ტრეპი. AI მოქნილია და შემოქმედებით ექსპერიმენტებსაც უმკლავდება. -
ინდივიდუალური ხმოვანი ეფექტები და ვოკალი
დაამატეთ ხმოვანი ეფექტები და ვოკალი, რომ თქვენი ტრეკი გამორჩეული იყოს. სუფთა ვოკალი გსურთ, ჰარმონიები თუ რაიმე ელექტრონული - AI თქვენს არჩევანს საბოლოო ტრეკში ასახავს. -
დინამიკური ინსტრუმენტაცია და არანჟირება
მდიდარი ჟღერადობის მისაღებად შეგიძლიათ მიუთითოთ ინსტრუმენტები, როგორიცაა ფორტეპიანო, ბასი ან სინთეზატორები. AI-ს ასევე შეუძლია ელემენტების ფენებად დალაგება სიღრმის შესაქმნელად, რის წყალობითაც თქვენი მუსიკა დინამიკურად და სრულყოფილად ჟღერს. -
უსასრულო ექსპერიმენტები
თქვენ არ ხართ შეზღუდული წინასწარ განსაზღვრული ჟანრებით ან მკაცრი სტრუქტურებით. თამამად შეურიეთ ერთმანეთს უჩვეულო ჟანრები, ექსპერიმენტი ჩაატარეთ სხვადასხვა ინსტრუმენტით ან ზოგიერთი მოთხოვნა ცარიელი დატოვეთ და ნახეთ, რას მოიფიქრებს AI დამოუკიდებლად. -
სიურპრიზები და შემოქმედება
თუ ზოგიერთ მოთხოვნას ცარიელს დატოვებთ, AI ზოგჯერ უნიკალური ტრეკით გაგაოცებთ. ეს შესანიშნავი ვარიანტია მათთვის, ვისაც ახალი და მოულოდნელი მუსიკალური სტილების აღმოჩენა უყვარს. -
მალე: მუსიკის შეუზღუდავი უფასო შექმნა
ამჟამად ყოველდღე შეზღუდული რაოდენობის ტრეკის უფასოდ შექმნა შეგიძლიათ. თუმცა ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ მალე მუსიკის შექმნა პირდაპირ მოწყობილობაზე იყოს შესაძლებელი - ასე ყველას შეეძლება ტრეკების უფასოდ და შეუზღუდავად შექმნა.
AT Player-ის AI მუსიკის გენერატორით შეგიძლიათ თავისუფლად ჩაატაროთ ექსპერიმენტები, ყველაფერი საკუთარ გემოვნებას მოარგოთ და უნიკალური ტრეკები შექმნათ. სრული კონტროლი გსურთ თუ შემოქმედებითი სიურპრიზები გიყვართ - AI უსასრულო შესაძლებლობებს გთავაზობთ.
როგორ დავწეროთ პრომპტი?
AT Player-ში მუსიკის გენერირებისთვის იდეალური პრომპტის შექმნა მარტივი და სახალისოა! აი, რამდენიმე რჩევა, რომლებიც დაგეხმარებათ ისეთი პრომპტის შედგენაში, რომელიც თქვენს მუსიკალურ იდეებს გააცოცხლებს:
1. დაიწყეთ ჟანრით: იფიქრეთ, რა სტილი გიზიდავთ - პოპი, ჯაზი, ჰიპ-ჰოპი, ემბიენტი, კლასიკური მუსიკა თუ სხვა რამ. დააკონკრეტეთ, რამდენადაც გსურთ.
2. აღწერეთ განწყობა ან თემა: რა ემოცია ან გარემო უნდა გადმოსცეს თქვენმა მუსიკამ? იქნება ის ხალისიანი, მელანქოლიური, ეპიკური თუ მშვიდი? ისეთი თემები, როგორიცაა „მყუდრო დილა“ ან „ენერგიული მიქსი ვარჯიშისთვის“, თქვენს ტრეკს უფრო უნიკალურს გახდის.
3. დაამატეთ ხმოვანი ეფექტები ან ინსტრუმენტები: გსურთ გიტარის რიფები, ფორტეპიანოს მელოდიები თუ ელექტრონული ბითები? მიუთითეთ ეს პრომპტში, რომ AI-ს მეტი ორიენტირი მისცეთ.
4. აირჩიეთ ვოკალი ან ინსტრუმენტალი: მიუთითეთ, გსურთ ვოკალი, თუ ინსტრუმენტული კომპოზიცია გირჩევნიათ. ეს AI-ს დაეხმარება, ზუსტად ის შექმნას, რასაც ეძებთ.
5. იყავით მხიარული და შემოქმედებითი: არასწორი იდეები არ არსებობს. შეგიძლიათ სთხოვოთ ოცნებისეული პოპ-სიმღერა ტროპიკული განწყობით ან თუნდაც ფუტურისტული საორკესტრო ნაწარმოები სამეცნიერო-ფანტასტიკური ელფერით. ფანტაზიას საზღვარი არ აქვს.
როგორც კი სიმღერა შეიქმნება, ის ჩანართში „ოფლაინი“ გამოჩნდება - მზად მოსასმენად, გასაზიარებლად და ფლეილისტებში დასამატებლად. თითოეულ ტრეკს თან ახლავს საკუთარი, ინდივიდუალური გარეკანი, რაც მას კიდევ უფრო პერსონალურს ხდის. თუ პრომპტებს ცოტა კრეატიულად მიუდგებით, AT Player-ის AI მუსიკის გენერატორს შეუძლია, თქვენი იდეები რეალობად აქციოს.
რით გამოირჩევა AT Player-ის AI მუსიკის გენერატორი სხვა AI მუსიკის გენერატორებისგან
AT Player-ის AI მუსიკის გენერატორი მუსიკის შექმნის უნიკალურ გამოცდილებას გთავაზობთ, რაც მას გამოარჩევს AI-ზე დაფუძნებული სხვა მუსიკის გენერატორებისგან, როგორიცაა Udio და Suno. აი, რა ახალსა და განსაკუთრებულს გთავაზობთ AT Player:
-
პერსონალური, სულით სავსე ტრეკები
Udio-სა და ბევრი სხვა AI მუსიკის გენერატორისგან განსხვავებით, რომლებიც დახვეწილ, მაგრამ შაბლონურ ტრეკებს ქმნიან, AT Player-ის AI-ით შექმნილ მუსიკას ხშირად თითქოს სული აქვს. AI ტრეკებს ნამდვილი ემოციით ქმნის - ხან შთამაგონებელსა და მხიარულს, ხან მელანქოლიურსა და ჩაფიქრებულს. ეს მრავალფეროვნება მუსიკას უფრო ბუნებრივ, ადამიანურ ჟღერადობას სძენს, თითქოს მას საკუთარი ხასიათი ჰქონდეს. -
ჟანრების თავისუფალი შერწყმა და სიურპრიზები
AT Player-ში წინასწარ განსაზღვრული ჟანრებით შეზღუდული არ ხართ. შეგიძლიათ მიუთითოთ ჟანრები ან ჟანრის ველი ცარიელი დატოვოთ და AI-ს მისცეთ საშუალება, გაგაოცოთ. შედეგად შეიძლება მიიღოთ საინტერესო კომბინაციები, მაგალითად, ჯაზით გაჯერებული ელექტრონული ბითები ან მშვიდი ფოლკი, შერწყმული ემბიენტის ხმოვან პეიზაჟებთან. AI ხშირად მოულოდნელ, მაგრამ სასიამოვნო შედეგებს გვთავაზობს, ამიტომ ყოველი ახალი ნამუშევარი უნიკალურ მუსიკალურ თავგადასავლად იქცევა - Suno-ს უფრო ხისტი შეთავაზებებისგან განსხვავებით. -
მუსიკალური პარამეტრების დეტალური კონტროლი
AT Player ბევრ სხვა AI მუსიკის გენერატორზე მეტ ტექნიკურ კონტროლს გთავაზობთ და საშუალებას გაძლევთ, ტრეკები დეტალურად მოარგოთ შემდეგი პარამეტრებით:
BPM (დარტყმა წუთში): დაარეგულირეთ ტემპი ნელი და მშვიდი რიტმიდან სწრაფ და ენერგიულ რიტმამდე.
ტაქტის ზომა: გამოიყენეთ სტანდარტული 4/4 ზომა ან უფრო რთული რიტმებისთვის სცადეთ სხვა ზომები, მაგალითად, 3/4 ან 6/8.
აუდიოს ხარისხი: კრისტალურად სუფთა ჟღერადობისთვის აირჩიეთ მაღალი ხარისხის პარამეტრები, მაგალითად, 320 kbps ბიტრეიტი და 48 kHz დისკრეტიზაციის სიხშირე.
ეს მორგებადი პარამეტრები საშუალებას გაძლევთ, მუსიკა ზუსტად ისე შექმნათ, როგორც წარმოგიდგენიათ, და Udio-ს მსგავს ხელსაწყოებზე მეტ მოქნილობას გთავაზობთ. -
ინსტრუმენტებისა და ხმოვანი ეფექტების კომბინაცია
AT Player-ში შეგიძლიათ აირჩიოთ ინსტრუმენტები, რომლებიც თქვენი ტრეკის ჟღერადობას განსაზღვრავს, იქნება ეს როიალის სითბო, ბას-გიტარის მძლავრი დარტყმები თუ სინთეზატორების ფუტურისტული განწყობა. ასევე შეგიძლიათ ტრეკს ხმოვანი ეფექტების ფენები დაამატოთ, რაც მას სიღრმესა და სისავსეს შესძენს. ეს მოქნილობა საშუალებას გაძლევთ, მუსიკას ისეთი სახე მისცეთ, რომელიც მხოლოდ თქვენ გეკუთვნით, და სწორედ ეს გამოარჩევს AT Player-ს Suno-ს მსგავსი პლატფორმებისგან. -
შთამბეჭდავი გარეკანები სიურპრიზებით
AT Player მხოლოდ მუსიკის გენერირებით არ შემოიფარგლება - ის თითოეული ტრეკისთვის ინდივიდუალურ გარეკანსაც ქმნის. გარეკანებზე ხშირად გვხვდება უნიკალური წარწერები და დიზაინის ელემენტები, რომლებიც თქვენი სიმღერის განწყობას ასახავს. ზოგჯერ AI გაგაოცებთ წარმოუდგენლად შესაფერისი და მოულოდნელი დიზაინით, რომელიც თქვენი მუსიკის საერთო შთაბეჭდილებას კიდევ უფრო აძლიერებს - რაც სხვა ხელსაწყოებს, მაგალითად, Udio-ს, არ აქვს. -
დაუსრულებელი ექსპერიმენტები მკაცრი წესების გარეშე
AT Player დაუსრულებელ ექსპერიმენტებს უწყობს ხელს. არანაირი მკაცრი წესის დაცვა არ გჭირდებათ - დატოვეთ ზოგიერთი ველი ცარიელი და შემოქმედებითი კონტროლი AI-ს გადაეცით. AI-ს შეუძლია გაგაოცოთ ჟანრების, ინსტრუმენტების ან ეფექტების არატრადიციული კომბინაციებით, რის შედეგადაც სპონტანურ და ორიგინალურ ჟღერადობას მიიღებთ. იქნება ეს ემბიენტ-ფოლკი თუ კინემატოგრაფიული ტრეპი, შესაძლებლობები უსასრულოა და ბევრ კონკურენტთან, მათ შორის Suno-სთან შედარებით, მეტ შემოქმედებით თავისუფლებას გაძლევთ. -
მალე: მუსიკის გენერირება პირდაპირ მოწყობილობაზე
ამჟამად AT Player ტრეკების უფასო, მაგრამ დღიური ლიმიტით შეზღუდულ გენერირებას გთავაზობთ. თუმცა ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ მალე მოწყობილობაზე მუსიკის შეუზღუდავი გენერირება ხელმისაწვდომი გახდეს. ეს მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, ტრეკები ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შექმნან, ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს - ერთი ნაბიჯით წინ იმასთან შედარებით, რაც ამჟამად Udio-ს მსგავს პლატფორმებზეა შესაძლებელი. -
უნიკალური და ბუნებრივი ჟღერადობა
ბევრი სხვა AI გენერატორისგან განსხვავებით, მათ შორის Suno-სგან, რომლებიც ზედმეტად დახვეწილ და სტრუქტურირებულ ტრეკებს ქმნიან, AT Player-ის მიერ შექმნილი მუსიკა ხშირად უფრო ბუნებრივად და უშუალოდ ჟღერს. AI ქმნის მუსიკას, რომელიც შეიძლება იყოს ექსპერიმენტული, მოულოდნელი ან ემოციებით სავსე, და გთავაზობთ პერსონალურ ჟღერადობას, რომელსაც თითქოს საკუთარი ხასიათი აქვს.
მოკლედ რომ ვთქვათ, AT Player-ის AI მუსიკის გენერატორი ისეთ შემოქმედებით და ტექნიკურ გამოცდილებას გთავაზობთ, რომელსაც სხვაგან ვერ ნახავთ. გსურთ ჟანრების შერევა, ისეთი ტექნიკური პარამეტრების მართვა, როგორიცაა BPM ან ხმის ხარისხი, თუ უბრალოდ AI-ს სიურპრიზის მოლოდინი - AT Player სიზუსტესაც გთავაზობთ და შემოქმედებით თავისუფლებასაც. შედეგი კი ხასიათის მქონე მუსიკაა - ხან სულით სავსე, ხან ექსპერიმენტული და ყოველთვის ორიგინალური - შესაბამისი შთამბეჭდავი გარეკანებით, რაც მას Suno-სგანაც და Udio-სგანაც გამოარჩევს.

