ჩამოტვირთვა

უფასოა? განმარტება

რატომ ამბობენ, რომ აპლიკაცია უფასოა, თუ სინამდვილეში ის უფასო არ არის?

აპლიკაცია უფასოა - და ყოველთვის ასე იქნება! მის გამოსაყენებლად გადახდა არ გჭირდებათ. ფუნქციების უმეტესობით და მთელი მუსიკით სრულიად უფასოდ შეგიძლიათ ისიამოვნოთ.

ამასთან, ჩვენ გთავაზობთ არასავალდებულო გამოწერასაც. ის მხოლოდ მათთვისაა, ვისაც რეკლამის მოშორება ან რამდენიმე დამატებითი ფუნქციის განბლოკვა სურს. თუმცა მუსიკის მოსასმენად ან აპლიკაციით სარგებლობისთვის გადახდა არასდროს არის სავალდებულო.

რატომ ამბობენ, რომ აპლიკაცია უფასო და შესანიშნავია, თუ სინამდვილეში ის არც უფასოა და არც გამოსადეგი?

ჩვენი აპლიკაცია უაღრესად მძლავრია, მიუხედავად მცირე ზომისა და სისტემის რესურსების მინიმალური მოხმარებისა. მასში უამრავი პარამეტრი და ფუნქციაა, ზოგიერთი მათგანი კი უნიკალურია: გარშემო მჟღერ მუსიკაზე ან რადიოსადგურებზე დაფუძნებული დასაკრავი სიები, ჭკვიანი სანიშნეები და ა.შ.

აპლიკაცია უფასოა, მაგრამ ჩამოტვირთვისთვის გადახდას მთხოვს. რატომ?

აპლიკაციის ყველა ფუნქცია, მათ შორის ჩამოტვირთვაც, უფასოა. გადახდის მოთხოვნა შესაძლოა მოდიოდეს სხვა გამომცემლების არაკეთილსინდისიერი მესამე მხარის რეკლამიდან ან ფონურ რეჟიმში მომუშავე სხვა აპლიკაციებიდან. გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ ეკრანის ანაბეჭდი, ჩვენ საკითხს შევისწავლით და შევეცდებით, ეს რეკლამა დაგიბლოკოთ.

აპლიკაცია უფასოა - გადახდა არ გჭირდებათ. გადახდა მხოლოდ რეკლამის მოსაშორებლად არის საჭირო. თუმცა ყველა ფუნქცია სამუდამოდ უფასოდ რჩება ხელმისაწვდომი.

თუ აპლიკაცია უფასოა, რატომ ხარჯავს ის ინტერნეტ-ტრაფიკს?

აპლიკაციაში მუსიკის მოსმენა უფასოა, მაგრამ კონტენტის ონლაინ დაკვრა ინტერნეტ-ტრაფიკის ხარჯვას მოითხოვს. ტრაფიკის ხარჯვის თავიდან ასაცილებლად წინასწარ ჩამოტვირთეთ საყვარელი სიმღერები ჩანართში „ჩამოტვირთვა“ და უსმინეთ მათ ოფლაინ, ინტერნეტთან კავშირის გარეშე.

ანგარიშში შესვლა საჭირო არ არის

AT Player უფასოა. არც გამოწერაა საჭირო და არც ანგარიშში შესვლა. მასში არის ყველა ფუნქცია, რომ მუსიკას კომფორტულად, უფასოდ და რეგისტრაციის გარეშე მოუსმინოთ. ყველა ჩამოტვირთვა და მთელი მუსიკალური კონტენტი უფასოა და არანაირ ანგარიშს არ საჭიროებს. დასაკრავი სიების იმპორტისთვის შეგიძლიათ უბრალოდ შეხვიდეთ თქვენი Google ანგარიშით, ხოლო მათი სარეზერვო ასლის შესაქმნელად და სინქრონიზაციისთვის - შეხვიდეთ Google-ით ან Apple-ით.

რა ვქნა, თუ YouTube შესვლას მთხოვს? შედით ანგარიშში, რათა დაადასტუროთ, რომ ბოტი არ ხართ

ბოლო დროს YouTube-მა უსაფრთხოების დამატებითი შემოწმებები შემოიღო საეჭვო აქტივობის დასაბლოკად. ზოგჯერ, თუ VPN აპლიკაციით სარგებლობთ - განსაკუთრებით ისეთით, რომელიც არც ისე საიმედოა - YouTube-მა შეიძლება ჩათვალოს, რომ ბოტი ხართ, და ანგარიშში შესვლა მოგთხოვოთ. ნუ ღელავთ, YouTube შესაძლოა დროდადრო შესვლას გთხოვდეთ - ეს მისი მხრიდან უსაფრთხოების სტანდარტული ზომაა.

პრობლემის მოსაგვარებლად შეგიძლიათ სცადოთ:

  • სხვა VPN აპლიკაციაზე ან სერვერზე გადართვა
  • VPN-ის სრულად გათიშვა

თუ პირდაპირ შესვლა გირჩევნიათ, აი, როგორ:

  • გახსენით ტრეკი გაშლილ რეჟიმში
  • შეეხეთ სამწერტილიან მენიუს (ზედა მარჯვენა კუთხეში)
  • აირჩიეთ „შესვლა მეტის სანახავად“.

ეს დაკვრის ნებისმიერ შეზღუდვას უნდა მოხსნის და საშუალებას მოგცემთ, ყურება შეუფერხებლად განაგრძოთ.

ენა